logo
ENG



კულება გაერო-ს უშიშროების საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობას "ცუდ ხუმრობას" უწოდებს

30 მარ 202313:02
3 წუთის საკითხავი
 
კულება გაერო-ს უშიშროების საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობას "ცუდ ხუმრობას" უწოდებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება გაერო-ს უშიშროების საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობას "ცუდ ხუმრობას" უწოდებს.

როგორც კულება Twitter-ზე წერს, მსოფლიო ვერ იქნება უსაფრთხოდ რუსეთთან ერთად.

"რუსეთის გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობა 1-ლი აპრილის ცუდი ხუმრობაა. რუსეთმა თავისი ადგილი მიითვისა; ის კოლონიალურ ომს აწარმოებს; მისი ლიდერი ომის დამნაშავეა, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ იძებნება. მსოფლიო ვერ იქნება უსაფრთხო ადგილი, მაშინ როცა რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოშია. ცუდი რუსული ხუმრობა", - წერს კულება.

როტაციით მიმდინარე წელს რუსეთს უწევს გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობა.


close დახურვა